9 საინტერესო ფაქტი ვინსენტ ვან გოგზე
1. ვინსენტ ვან გოგი, შესაძლოა, არასდროს ყოფილიყო მხატვარი წარმოგიდგენიათ სამყარო ვან გოგის "მზესუმზირებისა" და "ვარსკვლავებიანი ღამის" გარეშე? ასეთი სამყარო არც ისე შორს იყო. თავდაპირველად ვან გოგოს მღვდლობა სურდა და ის მოძღვრად მუშაობდა ბორინაჟში, ბელგიაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვან გოგმა გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი მხატვრობაში იყო. ვან გოგოს ხატვა 27 წლამდე არ დაუწყია და არასდროს მიუღია ამ კუთხით ფორმალური განათლება. 2. აღმოსავლური შთაგონება ვან გოგს მრავალი სხვადასხვა შთაგონების წყარო ჰყავდა, მათ შორის მხატვრობის ჰოლანდიური ჟანრი და მილეს რეალისტური ნახატები, მაგრამ ის იაპონური Woodblock-ის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. რამდენიმე შემთხვევაში მან ჰიროშიგესა და კესაი ეისენის ნახატების ასლებიც კი შექმნა თავის სტილში. 3. ახალი ნამუშევარი ყოველ 36 საათში ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგი ჯამში მხოლოდ 10 წლის განმავლობაში - 27-დან 37 წლამდე ხატავდა, მან ძალიან ბევრი ნამუშევარი დააგროვა. მან 900-ზე მეტი ნახატი შექმნა დ...
Комментарии
Отправить комментарий