ვინსენტ ვან გოგი – პოსტიმპრესიონისტთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა მხატვარმა ვან გოგმა (Vincent van Gogh, 1853-1890) საკუთარი, მძაფრად გამომსახველი სტილი შექმნა. სანამ 1880 წელს მხატვრობას გადაწყვეტდა, ვან გოგი, რომელიც პროტესტანტი მღვდლის უფროსი შვილი იყო, მასწავლებლად ხელოვნების დილერად და მისიონერად მუშაობდა. ბრუსელში, ჰააგასა და ანტვერპენში ხანმოკლე სწავლის შემდეგ, ვან გოგი პარიზში გადადის, სადაც იგი პარიზულ ავანგარდს ეცნობა.სიორას პუანტილისტური მანერა, იმპასტოს (სქელ ფენად დადებული საღებავი) მრავალმიმართულებიანი კაშკაშა ფერების მონასმები, ვან გოგმა თავისი სურათების უმძაფრესი ემოციურობისა და ზედაპირის ხელშესახები ფაქტურულობის წყაროდ აქცია. ვან გოგი სოციალისტი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ თანამედროვე ცხოვრება, თავისი მუდმივი სოციალური ცვლილებებით, პროგრესსა და წარმატებაზე ორიენტაციით, ადამიანებში ერთმანეთისა და საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებას იწვევდა მისი ნამუშევრები მხატვარსა და მაყურებელს შორის უშუალო კავშირის დამყარებით, საკუთარი ემოციური მდგომა...